ფაშინიანი თბილისშია - სომხეთის პრემიერი პირველ შეხვედრას ღარიბაშვილთან გამართავს

26.01.24 15:25
ფაშინიანი თბილისშია - სომხეთის პრემიერი პირველ შეხვედრას ღარიბაშვილთან გამართავს

საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე დახვდნენ.

სომხეთის პრემიერი პირველ შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს. ფაშინიანი საქართველოში საკუთარი დელეგაციით ჩამოვიდა. დაგეგმილია ეკონომიკლური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომიისიის სხდომის გამართვა და ერთობლივ დოკუმენტზე ხელმოწერაც.

 

 

 

მსგავსი სიახლეები