ძალიან გვჭირდება, რომ საზოგადოებაც დაგვიდგეს გვერდზე, რომ გადავარჩინოთ რესპუბლიკური - ნინო ხაჭაპურიძე

26.01.24 16:15
ძალიან გვჭირდება, რომ საზოგადოებაც დაგვიდგეს გვერდზე, რომ გადავარჩინოთ რესპუბლიკური - ნინო ხაჭაპურიძე

ჯერ გაუქმდეს რესპუბლიკურის დაკეტვის გადაწყვეტილება და მერე დაიწყოს სამინისტროსთან მოლაპარაკება - რესპუბლიკურის თანამშრომლების უარი ჯანდაცვის მინისტრს.

ჯანდაცვის სამინისტროსთან შეკრებილი რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ამბობენ, რომ ნდობა არ აქვთ ჯანდაცვის უწყების მიმართ. აქციის მონაწილეები არ გამორიცხავენ, რომ დეველოპერული ინტერესები ჰქონდეთ და იგეგმებოდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს ნაცვლად კორპუსების აშენება.

როგორც გააფუჭეს, ისე უნდა გამოასწორონ, თორემ ჩვენ აღარაფერი დაგვრჩება რადიკალური ღონისძიებების გარდა და რადიკალიზმამდე მისვლა არ გვინდა, ჩვენ მუშაობა გვინდა.
არალოგიკურ და არაპროგნოზირებად მდგომარეობაში ვართ ახლა, ძალიან გვჭირდება რომ საზოგადოებაც დაგვიდგეს გვერდზე, ვისაც უსარგებლია ოდესმე რესპუბლიკურის მომსახურებით, რომ ეს მდგომარეობა გადავლახოთ და გადავარჩინოთ რესპუბლიკური საავადმყოფო დანგრევისგან.
ბრძანება გასაუქმებელია აუცილებლად რაც დაიწერა ჰოლდინგის მიერ და რაც ვადა დაგვითქვეს ორკვირიანი - პოზიცია ჩამოაყალიბეთ და თქვენი ნებით წადით სამსახურიდანო, ჩვენი ნებით ვერ წავალთ, იქნება პროტესტი პერმანენტული, მე გარდა იმისა, რომ რესპუბლიკურის თანამშრომელი ვარ, ვარ ადამიანი, მოქალაქე, მეც მჭირდება ექიმი, მეც შეიძლება გავხდე ავად და მინდა, გარანტირებულად ვიცოდე, რომ ჩემი სახელმწიფო ჩემზე ზრუნავს და მე არ წავიქცევი ქუჩაში,“ - განაცხადა ნინო ხაჭაპურიძემ "დღის ამბებთან".

მსგავსი სიახლეები