რესპუბლიკურის თანამშრომლები "ქართუს" მიმართავენ
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ფონდ ქართუს მიმართავენ - ექიმების თქმით, რამდენიმე წლის წინ ფონდს რესპუბლიკური საავადმყოფოს უკან ორი 6 სართულიანი კორპუსი უნდა აეშენებინა და რესპუბლიკურის ექიმები სწორედ აქ გააგრძელებდნენ მუშაობას, ამის პარალელურად კი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია უნდა მომხდარიყო.
ამიტომ მიმართავენ ახლა ფონდს ექიმები და დაინტერესებული არიან, რა ეტაპზეა ახლა მშენებლობის პროცესი. განცხადება ფონდში მედიკოსებმა გუშინ დატოვეს, თუმცა მათ ამ დრომდე "ქართუდან" არავინ დაკავშირებია.
რესპუბლიკურის პროექტი გაკეთებული იყო ქართუ ფონდის მიერ, რომელიც ულამაზესი, უთანამედროვესი შენობაა, უკან ეზოშიც არის სივრცე, საერთოდ 8 ჰა არის რესპუბლიკურის ტერიტორია, ამიტომ მისი უკანა ნაწილისთვის იყო განაწილებული მშენებლობა, ეს პროექტიც არსებობს ახლა, გუშინ შევიტანეთ განაცხადი და ვთხოვეთ, რომ განხილული იყოს ეს პროექტი, პასუხი არ გვაქვს,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.