"იძულებული ვხდებით, გავშალოთ კარვები" - რესპუბლიკურის თანამშრომლები მორიგ აქციას კვირას გამართავენ

26.01.24 17:15
"იძულებული ვხდებით, გავშალოთ კარვები" - რესპუბლიკურის თანამშრომლები მორიგ აქციას კვირას გამართავენ

კვირას პირველ საათზე რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების პროტესტი გაგრძელდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას აანონსებენ.

თუ ჯანდაცვის სამინისტრო უკან არ დაიხევს, შესაძლოა ქალაქის მთავარი კლინიკის ეზო კარვების ქალაქადაც კი გადაიქცეს.

თუ ასეთი სასწრაფო წესით მოხდა ჩვენი გარეკვა სამსახურიდან, მერე სხვა პროცესები წავა, მაგრამ ქვეყნისთვის სირცხვილი და თავის მოჭრაა. შეიძლება არ წავიქცეთ - ჩაის დავლევთ და წყალს დავლევთ, ფიზიკურად რომ გადავრჩეთ, მაგრამ არ არის ეს ჯანსაღი მიდგომა. თუ ასე გაგრძელდა და არ მოხდა დათმობა, იძულებული ვხდებით, რომ გავშალოთ კარვები,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

დღეს ზურაბ აზარაშვილი მედიკოსებს საკუთარ კაბინეტში უშედეგოდ ელოდა. მოლაპარაკებები ვერ შედგა, მინისტრი სამუშაო ოთახში მარტო დარჩა.

მოვუწოდებთ მთავრობას, გამოფხიზლდით, სანამ თავზე დაგემხობათ მთლიანად ქვეყანა და მთლიანად დაგემხობათ ჯანდაცვის სისტემა. პაციენტები, ვინც ვეღარ მოთავსდება კლინიკებში, წამოვლენ მთავრობის სახლთან და იქ მოათავსეთ ყველა, აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველას, გონს მოეგეთ და მიიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება დროულად,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

მსგავსი სიახლეები