"ოცნება" რუსეთს ემსახურება და ამიტომ ვერ იმსახურებს დასავლეთის და ევროპის ნდობას - ნაცვლიშვილი

26.01.24 17:25
"ოცნება" რუსეთს ემსახურება და ამიტომ ვერ იმსახურებს დასავლეთის და ევროპის ნდობას - ნაცვლიშვილი

"ქართულმა ოცნებამ" ნდობა დაკარგა. ოპოზიციის შეფასებით, ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც დასავლეთი სადამკვირვებლო მისიის გამოსაგზავნად მობილიზებას იწყებს. პოლიტიკურ  პარტიებში ევროკავშირის, შეერთებული შტატების და ეუთო-ოდირის გრძელვადიანი პერიოდით საქართველოში ჩამოსვლის გეგმას მიესალმებიან და ფიქრობენ, რომ "ოცნებას" არჩევნების გაყალბება აღარ ეპატიება. 

"ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, "ოცნება" რუსეთს ემსახურება და სწორედ ამიტომ ვერ იმსახურებს დასავლეთის და ევროპის ნდობას.

ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისთვის ძალიან ცხადი და ნათელია, რომ საქართველო არის გზაგასაყარზე. ხელისუფლება, რომელიც რუსეთს ემსახურება და არა საქართველოს მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, ვერ იმსახურებს დასავლეთის და ევროპის ნდობას. ამითაც არის განპირობებული, რომ არასტანდარტულ მექანიზმებზე ფიქრობს ჩვენი პარტნიორი, რომ როგორ უზრუნველყოს, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანი იყოს დაცული და ხელისუფლებამ ვერ შეძლოს არჩევნების გაყალბება", - ამბობს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი.

მსგავსი სიახლეები