ბიძინა ივანიშვილმა კორუფცია ლეგალური გახადა - დონაძე

26.01.24 17:26
ბიძინა ივანიშვილმა კორუფცია ლეგალური გახადა - დონაძე

"ბიძინა ივანიშვილთან თუ შეთანხმდები, ბიუჯეტიდან ფულს მოიპარავ, ნაწილს მიიტან პარტიაში, ნაწილს - შავ ყულაბაში, ამ შემთხვევაში კორუფცია უკვე ხდება ლეგალური," - ამ განცხადებას "ევროპული საქართველოს" წევრი ბესიკ დონაძე აკეთებს.

კორუფციის მკვლევარი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის შემთხვევებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სიას ეხმაურება და ამბობს, რომ პროკურატურა არცერთი სავარაუდო კორუფციული გარიგებით არ ინტერესდება, რადგან ივანიშვილმა კორუფცია ქვეყანაში "ლეგალური" გახადა.

პროკურატურა არ სწავლობს მათივე სახელმწიფო უწყების, ანუ სახელმწიფო აუდიტის მიერ შესწავლილ საქმეებს, სადაც კორუფციული ეჭვებია, არ სწავლობს, სადაც თაღლითობის ფაქტებია არც იმას არ სწავლობს. ანუ ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა კორუფცია გახადა ლეგალური, ანუ კანონიერია დღეს საქართველოში კორუფცია, იმიტომ, რომ არავინ არ ისჯება - ანუ ნებისმიერ საჯარო მოხელეს შეუძლია, ბიუჯეტიდან ფული აიღოს, ოღონდ მთავარია, რომ ეს იყოს შეთანხმებული ივანიშვილთან. ანუ ბიძინა ივანიშვილთან თუ შეთანხმდები, ბიუჯეტიდან ფულს მოიპარავ, ნაწილს მიიტან პარტიაში, ნაწილს - შავ ყულაბაში, ამ შემთხვევაში  კორუფცია უკვე ხდება ლეგალური,“ - ამბობს ბესიკ დონაძე.

მსგავსი სიახლეები