როცა გყავს პრემიერი, რომელიც ერთხელ უკვე გაუშვი კორუფციის გამო, ასეთი პოლიტიკური ძალა კორუფციას არ შეებრძოლება - ნაცვლიშვილი

26.01.24 17:30
როცა გყავს პრემიერი, რომელიც ერთხელ უკვე გაუშვი კორუფციის გამო, ასეთი პოლიტიკური ძალა კორუფციას არ შეებრძოლება - ნაცვლიშვილი

მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის შემთხვევები და საერთაშორისო გამწვრივალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული სია, სადაც შესაძლო შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია - "ლელოს" დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს შესაძლო კორუფციული გარიგებების როდენობის ზრდა არ უკვირს.

როგორც დეპუტატი ამბობს, ქვეყანას ჰყავს პრემიერი, რომელიც პირველი ვადის დროს ბიძინა ივანიშვილმა სწორედ იმიტომ გადააყენა, რომ კორუფციულ გარიგებებში იმყოფებოდა. 

გყავს პრემიერი, რომელიც ერთხელ უკვე გაუშვი თანამდებობიდან კორუფციის გამო, მაგრამ ამავე დროს მაღალჩინოსანი არ არის „ქართულ ოცნებაში“, რომელიც არ მონაწილეობდეს, უშუალოდ არ იყოს ჩართული ან დანაშაულებრივად თვალს არ ხუჭავდეს კორუფციულ გარიგებებზე, ასეთი პოლიტიკური ძალა რა თქმა უნდა, კორუფციას არ შეებრძოლება. ამიტომ არის, რომ ის მილიონობით ძალა, რომელიც უნდა მიემართებოდეს პენსიებში, რომელიც უნდა მიემართებოდეს ახალგაზრდების დასაქმებაში, უნდა მიემართებოდეს სხვა ჯგუფებისთვის კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, დღეს მიემართება ჩინოვნიკების ჯიბეში,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

მსგავსი სიახლეები