„გამჭვირვალობა“ ყველაზე გაუმჭვირვალე ორგანიზაცია და კორუფციას თავის რიგებში მიხედოს - ოდიშარია
მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის შემთხვევები - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" სიის გამოქვეყნების გამო "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს ესხმიან.
დეპუტატი ბექა ოდიშარია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ სავარაუდო კორუფციულ შემთხვევებთან დაკავშირებით საუბრისას ამბობს, რომ "ელიტური კორუფცია" მმართველი ძალისთვის დამახასიათებელი არ არის.
„გამჭვირვალობა“ ყველაზე გაუმჭვირვალე ორგანიზაციაა და კორუფციას თავის რიგებში მიხედოს და მერე მოსთხოვოს სხვას. მორალური უფლება არ აქვს ყველაზე გაუმჭვირვალე ე.წ. NGO-ს, რომელიც უამრავ მილიონს იღებს დონორებისგან და რაში იღებს და ხარჯავს არაფრით არ ამხელს და ფეხებს აჭიჭინებს და ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროტესტანტი სწორედ ეგ იყო იმ კანონის მიღებისას, პრორუსულად რომ მონათლეს,“ - ამბობს ბექა ოდიშარია.
მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის შემთხვევები - „საერთაშორისო გამჭვირვალობა" განახლებულ სიას ავრცელებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სისტემატიზებულად აგროვებს ინფორმაციას მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევებზე, რომელთა შესახებ ბოლო წლებში გახდა ცნობილი.