ღარიბაშვილმა გამოთქვა იმედი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას

26.01.24 17:46
ღარიბაშვილმა გამოთქვა იმედი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას

"მინდა გამოვთქვა იმედი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან ერთად საქართველო მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ, იმედის თვალით უყურებს რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას.

ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და მზად ვართ, რომ ჩვენი წვლილი, კონტრიბუცია შევიტანოთ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების საქმეში, რომელიც მთელი რეგიონის ქვეყნებს და ხალხებს მოუტანს სარგებელს. ჩვენ დიდი ოპტიმიზმით და იმედის თვალით შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს და მე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას რაც გააძლიერებს რეგიონში არსებულ მშვიდობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები