ფაშინიანმა ღარიბაშვილთან საზღვრის დელიმიტაციის დასრულების საკითხი განიხილა

26.01.24 18:11
ფაშინიანმა ღარიბაშვილთან საზღვრის დელიმიტაციის დასრულების საკითხი განიხილა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის დასრულების საკითხი განიხილა. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა.

ბატონ ღარიბაშვილთან განხილვების დროს ასევე გადავწყვიტეთ უწყებებს დავავალოთ ქმედითი ნაბიჯები გადადგან სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მიყვანა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

დღესვე საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მსგავსი სიახლეები