EU არჩევნების დასაკვირვებლად დამატებითი ჯგუფების გამოგზავნაზე მსჯელობს - აშშ-ს გაფრთხილება "ოცნებას"

26.01.24 20:32
EU არჩევნების დასაკვირვებლად დამატებითი ჯგუფების გამოგზავნაზე მსჯელობს - აშშ-ს გაფრთხილება "ოცნებას"

 

 

გადამწყვეტი ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის - ქვეყნის ევროპული მომავლის გზა 2024 ის არჩევნებზე გადის. წინასაარჩევნო კამპანია და უშუალოდ კენჭისყრის დღე უპრეცედენტო რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებლების კონტროლის ქვეშ იქნება.

ეუთო-ოდირის გარდა, ევროკავშირის ქვეყნები მობილიზაციას იწყებენ. ახლა სახელმწიფოები ინდივიდუალურად განიხილავენ, როდის გამოაგზავნონ გრძელვადიანი მისიები გადამწყვეტი არჩევნების დასაკვირვებლად საქართველოში.

"ვაკვირდებით ხელისუფლების ქმედებებს" - ეს გზავნილი "ოცნებამ"  სახელმწიფო დეპარტამენტიდან მიიღო. ამერიკული სანქციების ჯგუფის კოორდინატორი ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნებს შტატები გამადიდებელი შუშით დააკვირდება, რომ ის ზუსტად ისე ჩატარდეს, როგორც ამას ხალხი ითხოვს.

ეს არის ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც "ოცნებამ" უნდა შეასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას ყველა აფრთხილებს, რომ კარს ევროინტეგრაციის შესახებ მოლაპარაკებებისთვის არ გახსნიან.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები