მოწვევა მოსკოვიდან - ირაკლი ღარიბაშვილს რუსეთში ეპატიჟებიან

26.01.24 20:38
მოწვევა მოსკოვიდან - ირაკლი ღარიბაშვილს რუსეთში ეპატიჟებიან

 

 

მოწვევა მოსკოვიდან - ირაკლი ღარიბაშვილს რუსეთში ეპატიჟებიან. მასპინძელი ქართული დიასპორაა, რომელის ხელმძღვანელიც მზად არის, საქართველოს პრემიერის ვიზიტს ორგანიზება გაუკეთოს.

ოფიციალურ მოწვევას საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი უახლოეს მომავალში მიიღებს და მოსკოვში იმედი აქვთ, რომ ეს ინიციატივა ღარიბაშვილის მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება. პრემიერი ამ წინადადებას არ გამოხმაურებია, თუმცა ქართული დიასპორის განცხადება უყურადღებოდ არ დარჩენილა კრემლში. რუსი დეპუტატი კალაშნიკოვი ამბობს,რომ პრემიერის თანხმობა ვიზტზე მხოლოდ დადებითად აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები