ინსტიტუტებით თამაში არ შეიძლება - ეკა ბესელია პრეზიდენტისთვის დამალულ ვიზიტზე
ინსტიტუტებით თამაში არ შეიძლება - ასე ეხმაურება ეკა ბესელია "ოცნების" მეირ პრეზიდენტისთვის დამალულ ვიზიტს.
ბესელიას თქმით, სომხეთის პრემიერის შესახებ რომ სალომე ზურაბიშვილს მმართცველმა გუნდა არ შეატყობინა, ეს ქმედება პრეზიდენტზე შურისძიება კი არა ინსტიტუციური შეურაცხყოფაა.
ასეთი პიროვნული განწყობის და შეუთავსებლობის გამო პრეზიდენტის მიმართ, ქვეყნის იმიჯს აზიანებ და უნდა ესმოდეს მთავრობას, რომ ეს კი არ არის რაღაცა შურისძიების აქტი სალომე ზურაბიშვილის, პრეზიდენტის მიმართ, ეს არის ინსტიტუციური შეურაცხყოფა და ქვეყნის იმიჯი ზარალდება. გარედან, პარტნიორების თვალით უნდა შეხედო ნებისმიერ ქმედებას, ქცევას, რომელსაც ახორციელებს მთავრობა და ალბათ, ვიღაც მაინც მიხვდება, რომ არ შეიძლება ინსტიტუტებით თამაში", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებისგან გაიგო, რომ სომხეთის პრემიერი საქართველოში იმყოფებოდა. ღარიბაშვილის მთავრობამ სომხეთის ლიდერს ისე უმასპინძლა, რომ შეხვედრა პრეზიდენტთან არც კი ჩანიშნულა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ღარიბაშვილი უმაღლეს მთავარსარდალს ლიდერებს უმალავს. ასე მოხდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის დროსაც. პრეზიდენტმა პრემიერის საქციელი განცხადებით დაგმო, რასაც ღარიბაშვილის ადმინისტრაციამ ახალი განცხადებით უპასუხა, თუმცა ისე, რომ თავი საერთოდ არ უმართლებია და არც პრეზიდენტი შეუმჩნევიათ. მთავრობის ადმინისტრაციამ შეგვატყობინა, რომ ღარიბაშვილმა და ფაშინიანმა მთაწმინდაზე ივახშმეს.