"ოცნებამ" პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ ცივი ომი გამოაცხადა" - აქუბარდია
"ოცნებამ" პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ ცივი ომი გამოაცხადა", - ასე ეხმაურება დეპუტატი თეონა აქუბარდია მმართველი გუნდის მხრიდან სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესახებ სალომე ზურაბიშვილის არაინფორმირებულობას.
აქუბარდიას თქმით, მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ იმპიჩმენტის პროცედურით ზურაბიშვილის გადაყენება ვერ შეძლო, ახლა მთავრობის წარმომადგენლები მას დე ფაქტო პრეზიდენტის რეჟიმში ამყოფებენ.
პრეზიდენტი გაიყვანეს სამართლებრივი სივრციდან. "ქართულმა ოცნებამ" გამოაცხადა ცივი ომი პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ, რამდენადაც მათ იმპიჩმენტი წარუმატებლად დაუმთავრდათ იმიტომ, რომ ვერ შეძლეს პრეზიდენტის გადაყენება, ახლა უკვე დე ფაქტო პრეზიდენტის რეჟიმში ამყოფებენ ქალბატონ ზურაბიშვილს", - ამბობს აქუბარდია.
"ქართულმა ოცნებამ" სომხეთის პრემიერ-მინისტრთან სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დაბლოკა - საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ იგი შესაბამისი უწყებების მხრიდან არ იყო ინფორმირებული ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.
ზურაბიშვილი მომხდარს სამწუხარო ფაქტად აფასებს და აღნიშნავს, რომ მმართველმა პარტიამ პრეზიდენტს არ მისცა საშუალება, სტუმარს ღირსეულად დახვედროდა.