წყარო: კაცი, რომლის ჩვენების საფუძველზე პოლიციის შეფები დააკავეს, მარიხუანას პლანტაციების მფლობელია, მას მშვიდად ცხოვრების სანაცვლოდ 12 000 $ მოსთხოვეს

27.01.24 20:12
წყარო: კაცი, რომლის ჩვენების საფუძველზე პოლიციის შეფები დააკავეს, მარიხუანას პლანტაციების მფლობელია, მას მშვიდად ცხოვრების სანაცვლოდ 12 000 $ მოსთხოვეს

ახალი დეტალები დაკავებული პოლიციის მაღალჩინოსნების საქმეზე - დღეს განსასჯელის სკამზე იჯდა წყნეთის პოლიციის შეფი, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი, სისტემაში მუშაობის 30 წლიანი სტაჟით. საქართველოს პროკურატურა ამტკიცებს, რომ წყნეთის პოლიციის უფროსმა, რუსეთის მოქალაქეს დააბრალა, რომ ის ნარკოდამოკიდებული იყო, დაატერორა დააშინა და 3500 დოლარი გამოსძალა.

მთავარი საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ რუსეთის მოქალაქეს არამხოლოდ დაატერორეს,  რომ პოლიციის უფროსისთვის ქრთამი გადაეხადა, არამედ დაშინების მიზნით, წყნეთის პოლიციის უფროსის მოადგილე ამირან ნაჭყებია, შევიდა ჩხრეკაზე რუსეთის მოქალაქესთან ისე რომ გამოძიებაც კი არ იყო დაწყებული და მოსამართლის განჩინებაც არ არსებობდა. 

"შაბათის ეთერს" წყარომ რამდენიმე დეტალი უამბო ამ ხმაურიანი ისტორიიდან, ირკვევა, რომ წყნეთის პოლიციის შეფის სახლის ჩხრეკის დროს, დიდი ოდენობით ნაღდი ფული აღმოაჩნდა, იმაზე უფრო მეტი, ვიდრე ქრთამი იყო. ახლა მან უნდა დაადასტუროს, საიდან ჰქონდა ეს ფული. 

შაბათის ეთერს წყარო, მომჩივნის ჩვენების  რამდენიმე დეტალი უამბო. კაცი, ვისი საჩივრის საფუძველზე წყნეთს პოლიციის უფროსის და მისი მოადგილე დააკავეს, უცხოეთში მარიხუანას პლანტაციების მფლობელია, ის ჰყვება, რომ როდესაც მისი ამ შემოსავლის შესახებ გაარკვიეს, პოლიციის უფროსებმა, "მშვიდად ცხოვრების" სანაცვლოდ ქრთამი მოსთხოვეს.

წყაროს ცნობით, შეხვედრა პოლიციის უფროსის კაბინეტში შედგა, თავიდან მოსთხოვეს 12 ათასი დოლარი, თუმცა ვაჭრობის შემდეგ ფასდაკლება გაუკეთეს და 3500 დოლარამდე ჩამოვიდნენ. ჩვენების თანახმად, რომელსაც ინფორმირებული პირი უყვება, შაბათის ეთერს, ვაჭრობა პოლიციის უფროსის ოთახში დიდხანს გაგრძელდა. დაზარალებული ამტკიცებს, რომ არ უკლებდნენ, კეთილგანწყობის სადემონსტრაციოდ და გასაშინაურებლად პოლიციის უფროსი კი მას, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით გაუმასპინძლდა  და ქრთამზე ფასდაკლებაც გაუკეთა.