როგორ ნიშნავენ არასრულწლოვანთა ციხეში ე.წ. მაყურებლებს "ქურდები"? - სკანდალური მხილება
სად ილექება ფული, რომელსაც არასრულწლოვანი მძარცველები თბილისის ცნობილი მაღაზიების დაყაჩაღებით აგროვებენ და როგორ ნიშნავენ არასრულწლოვანთა ციხეში ე.წ. მაყურებლებს "ქურდები"?
არასრულწლოვანთა ციხის ყოფილი თანამშრომელი, ვინც სისტემაში ბევრი წელი გაატარა, "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ ციხის ადმინისტრაციამ პატიმრების ნაწილის ციხის ბარათზე დიდი ფულის ტრიალის ამბავიც იცის, თუმცა შეთანხმებულია, რომ ამაზე ხმა არ უნდა ამოიღონ.
რესპოდენტის მონაყოლიდან ირკვევა, რომ ავჭალის ციხის ადმინისტრაცია დაწესებულებაშიც ე.წ. მაყურებლების დანიშვნას ხელს უწყებს. წყაროს თქმით, ისინი კავშირზე არიან ზონებში მყოფ ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტებთან.
ციხის ყოფილი თანამშრომელი ამტკიცებს, რომ საპატიმრო სადაც 30-მდე მოზარდი იმყოფება, პრივილეგირებული პატიმრები ჰყავთ. ისინი კი პირდაპირ ხაზზე ქსნის ციხესთან არიან. საპატიმროებს შორის სატელეფონო კავშირი შეუძლებელია, თუმცა როგორც ავჭალის ციხის ყოფილი თანამშრომელი გვიყვება, ამ კავშირს თავად ციხის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს რომ არასრულწლოვანებმა ე.წ.ქურდების წარმომადგენლებისგან მითითებები მიიღონ.
რესპონდენტი, რომელმაც სისტემა კარგად იცის, ასახლებს გვარებს, ვინ უწყობს ხელს არასრულწლოვანთა ციხეში კრიმინალური სამყაროს გავლების გაძლიერებას. ციხის დირექტორი - დიტო ჩიჩუა, მისი მოადგილე გიორგი ფიფია და გიორგი აბაიშვილი.
ავჭალის დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი რომელმაც ციხეში წლები გაატარა ახლა უმუშევარია. ის სამსახურიდან კოვიდ პანდემიის შემდეგ წამოვიდა. მასთან ერთად ირკვევა, რომ პენიტენციური დაწესებულება ათზე მეტმა ადამიანმა დატოვა. რადგან არცერთს ზეგანაკვეთური სამუშაოს თანხა არ გადაუხადეს.