რა მისიით მიავლინა თავდაცვის უწყებამ ლელა ჩიქოვანის შვილი აშშ-ში - აქუბარდიას კითხვა თავდავის უწყებას

28.01.24 11:56
რა მისიით მიავლინა თავდაცვის უწყებამ ლელა ჩიქოვანის შვილი აშშ-ში - აქუბარდიას კითხვა თავდავის უწყებას

რა მისიით მიავლინა თავდაცვის უწყებამ ლელა ჩიქოვანის შვილი აშშ-ში, რაშიც ბიუჯეტიდან კოლოსალურ თანხებს იხდის? - სადეპუტატო კითხვით თავდაცვის უწყებას თეონა აქუბარდიამ მიმართა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. 

მე ვერ მივიღე პასუხი ბრძანებასთან დაკავშირებით, რა მისიით არის მისი შვილი აშშ-ში დარატომ არის ეს უვადო მივლინება, მაშინ, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ჰყავს წარმომადგენლობა აშშ-ში და გასაგებია მათი როლი და ფუნქციები. მოცემულობაში, როდესაც საუბარია ნახევარ მლნ-ზე დაფინანსების, იმიტომ, რომ იქ მას ეძლევა როგორც ხელფასი არც თუ ისე მცირე, საცხოვრისის თანხა მიუხედავად იმისა, რომ მას სახლი ჰქონია და არც თუ ისე ურიგო, და მათ შორის მანქანა, ამ მოცემულობაში რატომ აკლდება ეს თანხა თავდავის ბიუჯეტს, - ამბობს აქუბარდია. 

შაბათის ეთერის ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ლელა ჩიქოვანის ოჯახი წლიდან  წლამდე სულ უფრო მდიდრდება. მხოლოდ ამერიკაში 200 ათას დოლარიანი სახლი ჩიქოვანის ვაჟზეა გაფორმებული. დედაც და შვილის ერთი უწყების თანამშრომლები არიან. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდა, რომ თორნიკე ჩიქოვანი სამინისტრომ სპეცთანამდებობაზე დანიშნა და მივლინებით ამერიკაში გაუშვა.