თავდაცვის უწყების სკანდალი - კორუფციის მკვლევარები გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ

28.01.24 15:29
თავდაცვის უწყების სკანდალი - კორუფციის მკვლევარები გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ

შესაძლო დიდი კორუფციული სკანდალი თავდაცვის სამინისტროში - კორუფციის მკვლევარები გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი თქმით, საქმით, პირველ რიგში, ანტიკორუფციული ბიურო უნდა დაინტერესდეს. 

არა მხოლოდ ანტიკორუფციული ბიურო, სამართალდამცავი ორგანოები პირაპირ არიან ვალებულნი, რომ დაიწყონ გამოძიება ასეთი ფაქტების დროს, თუმცა ანტიკორუფციული ბიურო, როგორც ახალი ინსტიტუცია, ბუნებრივია, უნდა იყოს, ამ შემთხვევაში, მოწინავეთა რიგებში ასეთი ქეისების დროს. ეს უკავშირდება სისტემურ პრობლემას. ეს სისტემური პრობლემა გამოხატულია შემეგნაირად: ჩინოვნიკებმა ძალიან კარგად იციან, რომ ასეთი სისტემები ადრე თუ გვიან ინგრევა და ამ დროს ორმაგი სტანდარტით ცდილობენ, რომ გარკვეულწილად გადაირჩინონ, შეუნარჩუნონ ოჯახის წევრებს ის ქონებები, რაც თავად აქვთ, - ამბობსშპს "ნიაური და კომპანიას" გენერალური დირექტორი ბადრი ნიაური.

კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე თავდაცვის უწყებაში სავარაუდო კორუფციულ ნიშნებზე საუბრობს.  

ჯარში პრობლემები იყო კვებასთან დაკავშირებით, ჯარში პრობლემები იყო უნიფორმებთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც ჯარში ამ ყველაფერზე პრობლემაა, პარალელურ რეჟიმში მდიდრდება მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, კორუფციული ნიშნებია, რომ ეს ადამიანები თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში შოულობენ ძალიან დიდი რაოდენობით ფულს. როდესაც გვექნება საგამოძიებო ქმედებების გახორციელების უფლება, მაშინ აუცილებლად დაუდასტურდებათ კორუფციული გარიგებები, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

ჟურნალისტური გამოძიების ეთერში გასვლის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს განცხადება არ გაუვრცელებია. დუმილის რეჟიმში არიან საგამოძიებო უწყებებიც.

შაბათის ეთერის ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ლელა ჩიქოვანის ოჯახი წლიდან  წლამდე სულ უფრო მდიდრდება. მხოლოდ ამერიკაში 200 ათას დოლარიანი სახლი ჩიქოვანის ვაჟზეა გაფორმებული. დედაც და შვილის ერთი უწყების თანამშრომლები არიან. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდა, რომ თორნიკე ჩიქოვანი სამინისტრომ სპეცთანამდებობაზე დანიშნა და მივლინებით ამერიკაში გაუშვა.  

მსგავსი სიახლეები