ევროკომისიის დათქმებზე მუშაობა იწყება - "ოცნებამ" ენჯეოების ნაწილი დაბლოკა

28.01.24 20:11
ევროკომისიის დათქმებზე მუშაობა იწყება - "ოცნებამ" ენჯეოების ნაწილი დაბლოკა

 

 

ევროკომისიის დათქმებზე მუშაობა იწყება. სხდომას ხვალ პარლამენტში ჟიული შარტავას დარბაზში შალვა პაპუაშვილი და ირაკლი კობახიძე 09:00 საათზე გახსნიან. პირველ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე ირკვევა, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაბლოკა ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ივანიშვილის პარტიას ყველაზე მეტად აკრიტიკებენ.

ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან კონკრეტული წინადადებებით მიდის. მმართველ პარტიას შესსთავაზებენ გეგმას, თუ რა უნდა გაკეთდეს სასამართლო სისტემის გასაწმენდად და რა რეფორმებია ჩასატარებელი გადამწყვეტ არჩევნებამდე ცხრა თვით ადრე.

საგანგებო განცხადებისთვის ემზადება პარტია "ლელო".  ხაზარაძის პარტიაში აქვთ ეჭვი, რომ პაპუაშვილ -კობახიძე პოლიტიკური მანიპულაციის გზას მიმართავენ და ევროკომისიის დათქმებს არ შეასრულებენ.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები