უკრაინის დახმარებაზე ვეტოს დადების შემთხვევაში ბრიუსელი ორბანს ეკონომიკური დარტყმით ემუქრება

29.01.24 11:03
უკრაინის დახმარებაზე ვეტოს დადების შემთხვევაში ბრიუსელი ორბანს ეკონომიკური დარტყმით ემუქრება

უნგრეთის ეკონომიკას ბრიუსელი დარტყმის მიყენებით ემუქრება. ეს კი იმ შემთხვევაში თუ ვიქტორ ორბანი უკრაინის დახმარებას ვეტოს დაადებს.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ბრიუსელმა ბუდაპეშტთან დაკავშირებით სტრატეგია შეიმუშავა. თუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის დაბლოკვას შეეცდება, მაშინ მისი ქვეყნის ვალუტის კურსი შეირყევა, ინვესტიციები შემცირდება, ეს კი სამუშაო ადგილების მასობრივ დაკარგვას გამოიწვევს და ეკონომიკური კოლაფსი შეიქმნება. ერთადერთი ხსნა ორბანისთვის ახლა ვეტოს მოხსნა.

მსგავსი სიახლეები