სამთავრობო კარუსელი "ოცნებაში" - "პირველების" ინფორმაციით, პრემიერის პოსტზე ივანიშვილი კობახიძეს გადაიყვანს
სამთავრობო კარუსელი "ქართულ ოცნებაში" - "პირველების" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძის გადაყვანას განიხილავს, ირაკლი ღარიბაშვილი კი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ მოიაზრება, თუმცა ამ თანამდებობიდან ღარიბაშვილს პრემიერის წარდგენის უფლება არ ექნება. პარტიის ახალი წესდების თანახმად, პრემიერ-მინისტრის შეცვლა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია.
პირველი მინიშნებები უკვე გამოჩნდა. ირაკლი კობახიძემ დღეს ვრცელი სტატუსი დაწერა, სადაც ქვეყნის ეკონომიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ამ თვალსაზარისით ევროკავსირის ქვეყნებს და ასევე რუსეთს ჩამორჩება. მან ასევე "ოცნების" სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
პარლამენტის თავმჯდომარე კი ამტკიცებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სპეკულაციაა.
მიმდინარეობს სპეკულაცია ამასთან დაკავშირეით. ასეთი სპეკულაცია ბევრჯერ ყოფილა. სპეკულაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
"პირველების" ინფრომაციით, ცვლილებები მხოლოდ ღარიბაშვილს და კობახიძეს არ შეეხება და პოსტს კიდევ სამი მინისტრი დაემშვიდეობება. საუბარია საგარეო საქმეთა, ჯანდაცვის და თავდაცვის მინისტრებზე.