სად არის ბიძინა ივანიშვილი? - ოლიგარქი გაუჩინარებულია
სად არის ბიძინა ივანიშვილი - 30 დეკემბრის შემდეგ ქვეყნის არაფორმალური მმართველი აღარ გამოჩენილა. ოპოზიცია ამბობს, რომ ოლიგარქი ახლა ღარიბაშვილის ჩასანაცვლებლად ემზადება და დიდი ალბათობით, საჯაროდ მას შემდეგ გამოჩნდება, რაც პრემიერ ღარიბაშვილს გადააყენებს.
"ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ივანიშვილი ისევ ჩრდილში რჩება და მისი პოლიტიკაში დაბრუნებაც მხოლოდ საკუთარ კომფორტს ემსახურება.
ის გამოჩნდა ყრილობაზე და თქვა, რომ თითქოსდა დაბრუნდა ქართულ პოლიტიკაში. ის სინამდვილეში, ისეც ჩრდილში რჩება, ჩრდილოვანი მმართველის როლიდან არ გამოსულა და რა თქმა უნდა, ღებულობს ძირითად გადაწყვეტილებებს. ანგარიშვლადებულად არ თვლის საკუთარ თავს, არ ესაუბრება საკუთარ მოქალაქეებს, არ სცემს იმ კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხებს, რაც არის დაგროვილი საზოგადოებაში. შესაბამისად, ცხადია, რომ ივანიშვილის დაბრუნება არის ფეიკ პროცესი მხოლოდა და მხოლოდ მისი კომფორტისთვის და მისი ფინანსების დასაცავად, რაც გულისხმობსსანქციებისგან თავის არიდების მცდელობას, - ამბობს კუპრაძე.
ენმ-ს გენერალური მდივნის პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ივანიშვილის ერთადერთ მიზანს კიევ უფრო გამდიდრება წარმოადგენს.
უნდა, რომ გახდეს კიდევ უფრო მდიდარი ადამიანი. ეს არის მისი ერთადერთი ამოცანა, მიზანი, რასაც ის ისახავს ცხოვრებაში. სხვა არაფერი აინტერესებს. ამას ყველაფერს, ცხადია, სჭირდება ძალაუფლების შენარჩუნება, ხელისუფლებაში ყოფნა და ამისთვის აქვს სწორედ ეს პარტია როგორც ინსტრუმენტი, რომელიც აყალბებს, რომელიც ყიდულობს, რომელიც აშინებს სუსით, პროკურატურით და ა.შ. ადგილებზე ადმინისტრაციული რესურსებით, რომ ოღონდაც და ძალაუფლება მათ შეინარჩუნონ, - ამბობს ენმ-ს გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი.
"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე კი ამბობს, რომ პუტინის მიერ დანიშნული ივანიშვილი არსად დაბრუნებულა, ის ყოველთვის იყო და რუსეთის პრეზიდენტის დავალებებს ასრულებდა.
არსად არ დაბრუნებულა. ის დანიშნა 2012 წელს ვლადიმერ პუტინმა თავის მოადგილედკავკასიის საქართველოს მიმართულებაზე და ასრულებს მის დავალებებს დღემდე და იიგივეას აპირებს ახლა შემოდგომაზე, რომ ჩააბაროს მოგებული არცევნები პუტინს. ამისათის ის უგზავნის კიდევ მილიარდებს აქეთ, - ამბობს შალვა ნათელაშვილი.