საქართველოს გამოწვევა და პრობლემა არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზაციაა - პაპუაშვილი
"საქართველოს გამოწვევა და პრობლემა არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზაციაა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის ნაბიჯებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მან კვლავ ოპოზიცია გააკრიტიკა და პროცესების რადიკალიზაციაში დაადანაშაულა.
პაპუაშვილის თქმით, პოლარიზაცია პრობლემა არის მაშინ, როდესაც ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უუნარო, საქართველოში კი ასეთი რამ არ არის.
ეს არის პირველი შეხვედრა, რომელიც ამ ფორმატში შედგება და რასაკვირველია, ესეც იქნება ჩვენი განხილვის თემა. ჩვენი იდეა და მიზანი არის, რომ ამ გზაზე თუკი ვინმე სურს მონაწილეობა, ყველა იყოს ჩართული, ამიტომ ფორმატებზეც გვექნება საუბარი.
მყარი უმრავლესობა პარლამენტში, მთავრობა გადაწყვეტილებებს იღებს, საქართველოში, რაც არის პრობლემა, ეს არის რადიკალიზაცია - ის, რომ ოპოზიციას არ სურს აღიაროს ხელისუფლების ლეგიტიმიზაცია და ის, რომ ოპოზიციას სურს, სხვა მეთოდებით მოვიდეს ხელისუფლებაში, ვიდრე ეს არის დემოკრატიული მეთოდებით. ჩვენი გამოწვევა არის არა პოლარიზაციაში, არამედ არის რადიკალიზაციაში,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.