იმედია, რაიმე საინტერესოს მაინც გვეტყვიან და დილის 7 საათზე ტყუილად არ გამოგვაქციეს - ხვიჩია
"პარლამენტში 9 საათზე შეხვედრა ჯერ არ მახსოვს - იმედია, რაიმე საინტერესოს მაინც გვეტყვიან და დილის 7 საათზე ტყუილად არ გამოგვაქციეს", - ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩიას არ აქვს მოლოდინი, რომ ამ 9 პუნქტზე მუშაობა განსხვავებული იქნება 12 რეკომენდაციაზე მუშაობისგან.
ცოტა იმედგაცრუებული ვარ და არ ვიცი, ღირდა თუ არა დილის 7 საათზე ამ საქმეზე ადგომა და აქ მოსვლა იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ბატონმა თავმჯდომარემ თქვა, რომ ეს პროცესი არაფრით იქნება განსხვავებული 12 პუნქტისგან. იმიტომ, რომ 12 პუნქტი, „ქართული ოცნების“ აზრით, ჩვენ ბრწყინვალედ შევასრულეთ და ამის გამო მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, შესაბამისად, ამ 9 პუნქტის შესრულებას იგივე სტილით აპირებენ, როგორც 12 პუნქტი შესრულდა,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარლამენტში ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა იმართება.