ივანიშვილის ერთადერთი მიზანია, გახდეს უფრო მდიდარი და ამისთვის სჭირდება ძალაუფლების შენარჩუნება - ცისკარიშვილი
„ივანიშვილის მთავარი მიზანი არის, რომ გახდეს უფრო მდიდარი ადამიანი, სწორედ ამისთვის ჭირდება ძალაუფლების შენარჩუნება, - ამის შესახე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი საუბრობს. საქმე ეხება შესაძლო სამთავრობო ცვლილებს.
ოპოზიციის წევრის თქმით, სწორედ ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს ივანიშვილი მმართველ პარტიას, როგორც მთავარ ინსტრუმენტს.
ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ გახდეს კიდევ უფრო მდიდარი ადამიანი, ეს არის მისი ერთადერთი ამოცანა და მიზანი, სხვა არაფერი არ აინტერესებს და ამას ყველაფერს, ცხადია ჭირდება ძალაუფლების შენარჩუნება, ხელისუფლებაში ყოფნა და ამისთვის აქვს სწორედ ეს პარტია, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც აყალბებს, რომელიც ყიდულობს, რომელიც აშინებს სუს-ით, პროკურატურით, ადგილებზე ადმინისტრაციული რესურსებით, რომ ოღონდაც და ძალაუფლება შეინარჩუნონ, -განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე.