9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩვენი გეგმის წარდგენას ვაპირებთ - კირკიტაძე
"9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩვენი გეგმის წარდგენას ვაპირებთ", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.
როგორც კირკიტაძე ამბობს, დღევანდელი შეხვედრა აჩვენებს, რამდენად მზად არის "ქართული ოცნება" შეასრულოს ხალხის დაკვეთა.
ასევე ვაპირებთ ჩვენი გეგმის წარდგენას ამ სამუშაო ჯგუფის ფორმატში, დღეს ტარდება პირველი შეხვედრა და მერე უფრო მექნება საშუალება გავაკეთო კომენტარი, სურს თუ არა ნამდვილად „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას, იმ მიმართულებით იმოძრაოს, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს,“ - განაცხადა კირკიტაძემ.