განაცხადეს, რომ მზად არიან ამ პირობების შესასრულებლად, მაგრამ ვიცით, რომ ეს იქნება ფასადური - მანჯგალაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივნის, დეპუტატ პაატა მანჯგალაძის განცხადებით, 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრას დაესწრება, თუმცა მიიღებს თუ არა მისი პარტია შემდგომ შეხვედრებში მონაწილეობას, „დამოკიდებულია „ქართული ოცნების“ განზრახვაზე“.
ცხრავე დათქმა გაიარეს ზოგადად, თითოეული მიმართულებით, რომელიც არის პარლამენტის სამუშაო შეიქმნება შესაბამისი ფორმატები, იქნება ეს სამუშაო ჯგუფი თუ კომიტეტები, არ დაუკონკრეტებიათ, ეს სიტყვით აღიარების დონეზე განაცხადეს, რომ მზად არიან ამ პირობების შესასრულებლად, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს იქნება ფასადური, დანარჩენი ამ მხრივ არ შეიცვლება "ქართული ოცნების" ბუნება, მაგრა ხალხი გაიგებს, ვინ არის უმუშევრობის მიზეზი,“ - ამბობს მანჯგალაძე.