შალვა ნათელაშვილმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების უფლებების დარღვევის დასადასტურებლად შალვა ნათელაშვილმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ოპოზიციური პარტიის ლიდერი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილს რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე პირადი გეგმები აქვს და ამიტომ ტოვებს ასობით ადამიანს უმუშევრად.
როგორც ნათელაშვილი ამბობს, საქმეს ევროპულ სასამართლოშიც გაასაჩივრებს.
საქართველოს მთავრობის განკარგულება რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევაზე ამ წუთებში გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოში ევროინსტანციებში შემდგომი გასაჩივრების პერსპექტივებით. აღნიშნულ ადგილზე ოლიგარქი ივანიშვილი აპირებს მილიარდიანი მოგებით პენტჰაუსების მშენებლობას, ჯანდაცვის ცენტრის და მთავარი გიგანტის განადგურებას ქვეყნის საწინააღმდეგოდ პაციენტების, ექიმების და საერთოდ არქიტექტურის სახის შესაცვლელად ჩვენს დედაქალაქში, როგორც მას სჩვევია.
ქართველი ხალხი ფეხზე უნდა დადგეს, არ დაუშვას გენოციდი ჯანდაცვის ამ ისტორიული დაწესებულების და მოვუწოდებ პარაზიტ პარლამენტს, პირველ სხდომა ჩაატარეთ რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში და პირადად შეხვდით იმ სახელოვან ექიმებს, რომლებიც დღე და ღამ ჩვენი სიცოცხლის სადარაჯოზე დგანან.
ძალიან ცოტა დრო დარჩენია ოლიგარქს და ცდილობს, შემოდგომის ბუზივით მეტი კბენა მოასწროს და მეტი მილიარდები იშოვოს, დამერწმუნეთ არც ადრე ნაშოვნი შერჩება და არც ეს საშინელი, ვერაგული გეგმები, რომელიც მას კაი ხნის წინ ჰქონდა ჩაფიქრებული და ცდილობს მოასწროს და გააყოლოს ჩვენი ეროვნული ქონება, სიმდიდრე და მილიარდები,
მე მოვუწოდებ ყველას, ფეხზე დავდგეთ, არაფერი არ ვაპატიოთ და საბოლოო ჯამში, ის და მისი სამარცხვინო გუნდი გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში თავისი ვერაგული გეგმების პროექტებიც იქ გავაყოლოთ.
ვფიქრობ, დღეს ახალი ეტაპი იწყება ამ საქმეში და ეს ბრძოლა დამთავრდება იმ მედიცინის მუშაკების და ჩვენი ხალხის გამარჯვებით, რომლებიც იბრძვიან ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.