"შესაძლებელია პოლიციის ძალით გამოგვიყვანონ" - თსუ-ს კანცელარია ამ დრომდე ბლოკირებულია

29.01.24 12:19
"შესაძლებელია პოლიციის ძალით გამოგვიყვანონ" - თსუ-ს კანცელარია ამ დრომდე ბლოკირებულია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარია ამ დრომდე ბლოკირებულია. ახალგაზრდები თსუ-ს ლექტორის აკაკი ჩიქობავას და ილიაუნის დოქტორანტის გიორგი ხასაიას გათავისუფლებას მოითხოვენ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც პოლიციამ კეკელიძის ქუჩაზე იმ დროს დააკავა, როცა ხატიაშვილებს ოჯახს ასახლებდნენ.

აქციის მონაწილეები ლექტორებს მოუწოდებენ გაიფიცონ, არ ჩაატარონ ლექციები და ამ ფორმით გამოუცხადონ სოლიდარობა უკანონოდ დაპატიმრებულებს.

სტუდენტები არ გამორიცხავენ, რომ მათ ძალის გამოყენებით დაატოვებინონ შენობა.

ჩვენ მოვთხოვეთ დაცვცის უფროსს, რომ დცვის წევრები შემოეყვანათ, რადგან აქ ინახება დოკუმენტები. დღეს რაღაც ნაბიჯი გადმოდგა დაცვამ, რომ გაიყვანონ დაცვის წევრები და სრული პასუხისმგებლობა ჩვენ დაგვაკისრონ, რაც თავისთავში მალავს იმ საშიშროებას, რომ შესაძლებელია პოლიციის ძალით გამოგვიყვანონ უნივერსიტეტიდან," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მსგავსი სიახლეები