"ოცნება" ამუნათებს ოპოზიციას, რომ თურმე კერპთაყვანისმცემლები ვართ და სამუშაო ჯგუფები პანაცეა არ არის - აქუბარდია

29.01.24 12:23
"ოცნება" ამუნათებს ოპოზიციას, რომ თურმე კერპთაყვანისმცემლები ვართ და სამუშაო ჯგუფები პანაცეა არ არის - აქუბარდია

"არ გამოვრიცხავ, რომ მზა კანონპროექტები გამოიტანონ და შემდეგ მისი საკომიტეტო და პლენარული ფორმატით განხილვა მოხდეს - თუ შარშან არ უნდოდა „ქართულ ოცნებას“ სასამართლოს სრულფასოვანი რეფორმა, წელს რატომ მოუნდება, მითუმეტეს არჩევნების წელს" - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

აქუბარდიას თქმით, დღევანდელი შეხვედრა პროცესის მოთელვაა და შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს მუშაობას თუ პირდაპირ მზა კანონპროექტებს გაიტანს კომიტეტზე.

9 რეკომენდაციის შესრულების გეგმაში აქცენტი არის სამუშაო ჯგუფებზე, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა და აქეთ ამუნათებს ოპოზიციას, რომ თურმე კერპთაყვანისმცემლები ვართ და სამუშაო ჯგუფები პანაცეა არ არის. თუმცა მოცემულობაში, შეხვედრა, რომელიც იმართება, არის არა სამუშაო ჯგუფის, არამედ სამუშაო შეხვედრა იმისთვის, რომ მოვისმინოთ პასუხი, როგორ ხედავს „ქართული ოცნება“ ამ პროცესს. ასევე ვისაუბროთ ზოგადად ყველა იმ რეფორმაზე, რომელიც პარლამენტის გასაკეთებელია. მიუხედავად იმისა, რომ ანტიდასავლურ პროპაგანდასთან დაკავშირებით, რომელიც პირველი რეკომენდაციაა, ვერ ვხედავ ხსნას, რადგან თავად პაპუაშვილმა წელი დაიწყო დასავლეთზე თავდასხმით. რაც შეეხება ჩართულობას, მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების შესრულებაში, სამოქალაქო სექტორის როლზე, თავად ევროკავშირი საუბრობს, მოხდა გამოხშირვა არასამთავრობო სექტორის”,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მსგავსი სიახლეები