რატომ არ მიიწვიეს საია და „სამართლიანი არჩევნები“ - პაპუაშვილის განმარტება

29.01.24 12:26
 რატომ არ მიიწვიეს საია და „სამართლიანი არჩევნები“ - პაპუაშვილის განმარტება

 რატომ არ მიიწვიეს საია და „სამართლიანი არჩევნები“ 9 რეკომენდაციის შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფში - პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ორგანიზაციების პლატფორმის ფარგლებში მიმდინარეობს და NGO-ებს ცალ-ცალკე მოსაწვევები არ გაეგზავნებათ.

პაპუაშვილის თქმით, ორივე ორგანიზაციამ მას წერილით მიმართა, საიდანაც ირკვევა, რომ „თურმე, მათ პლატფორმა დაუტოვებიათ“. პაპუაშვილი აცხადებს, რომ როგორც ჩანს, თავად არ სურთ, რომ საპარლამენტო საქმიანობაში აღნიშნული ფორმატით იყვნენ ჩართული.

უკვე წელიწად-ნახევარია, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის ფორმატი გადის "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ორგანიზაციების" პლატფორმაზე. ეს პლატფორმა არის ერთადერთი გაერთიანება, რომელიც არის ინსტიტუციურად დაკავშირებული ევროკავშირთან. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების ყველაზე დიდი გაერთიანება. დაახლოებით, 200 ორგანიზაცია არის და წელიწად-ნახევარია სწორედ ამ კუთხით არის თანამშრომლობა, მათ შორის, თქვენს მიერ დასახელებულ ორგანიზაციებთან. შესაბამისად, პლატფორმა არის მოწვეული და შიგნით თავად ყალიბდებიან, ვინ არის ხოლმე წარმომადგენელი. რაც შეეხება თქვენ მიერ დასახელებულ ორგანიზაციებს, რომლებმაც ცალკე წერილით მომმართეს - ამ წერილიდან გავიგე, რომ თურმე მათ პლატფორმა დაუტოვებიათ. მათი არჩევანია ეს, უნდათ თუ არა, იყვნენ ჩართული ამ მხრივ, პარლამენტის საქმიანობაში. ასე ცალკე ჩვენ NGO-ებს ვერ ვეტყვით, ვინ ჩავრთოთ და ვინ არა. არის ეს პლატფორმა და მათ აქვთ შესაძლებლობა, ამით ისარგებლონ და როგორც აქამდე იყვნენ პლატფორმის მეშვეობით საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულები, ისე იყვნენ ჩართული. ისინი ამ პლატფორმის წევრები იყვნენ და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული იყვნენ. როგორც ჩანს, არ სურთ, რომ იყვნენ მონაწილეები,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები