"დავბრუნდები და გავაკეთებ კომენტარს" - კობახიძე პრემიერად დანიშვნაზე
ბიძინა ივანიშვილმა რომ შემოგთავაზოთ პრემიერობა, მზად იქნებით ამ პოსტისთვის? - "პირველების" ჟურნალისტის კითხვაზე პასუხს თავს არიდებს ირაკლი კობახიძე.
კობახიძის თქმით, მოგვიანებით გააკეთებს კომენტარს.
„დავბრუნდები და მერე გავაკეთებ კომენტარს“ - ამბობს კობახიძე.
"პირველების" ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
როგორც "პირველებისთვის" გახდა ცნობილი, გასულ კვირას "ქართულ ოცნებაში" პოლიტსაბჭო გაიმართა, სადაც ყრილობის გამართვის და ახალი თავმჯდომარის არჩევის გადაწყვეტილება მიიღეს.
"პირველების" ინფორმაციით, 1 თებერვალს "ქართული ოცნების" ყრილობაზე მმართველი გუნდი პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილს აირჩევს.