"ასეთი საკითხი არ განხილულა", "სპეკულაციაა" - "ოცნება" საკადრო ცვლილებებზე

29.01.24 13:05
"ასეთი საკითხი არ განხილულა", "სპეკულაციაა" - "ოცნება" საკადრო ცვლილებებზე

საკადრო ცვლილებები "ქართულ ოცნებასა" და მთავრობაში - პრემიერად ღარიბაშვილის კობახიძის ჩანაცვლებას მმართველ გუნდში არ ადასტურებენ და სპეკულაციად აფასებენ.

ასეთი საკითხი არ განხილულა, შესაბამისად, მსგავს რაღაცას ნუ ქმნით. „ქართული ოცნების“ გუნდში ძალიან ბევრი კარგი ადამიანია, რომელიც კარგად შეძლებდა და პროფესიონალია, რომელიც ნებისმიერ თანამდებობას ძალიან კარგად შეასრულებდა, მათ შორის პარტიის თავმჯდომარეობის პოზიციასაც,“ - ამბობს ბოჭორიშვილი.

საკმაოდ დამაჯერებელი პასუხები მიიღეთ ამასთან დაკავშირებით და დღეისთვის არ მგონია, რომ მაინც და მაინც, პერსპექტიული იყოს, სპეკულაციებიაო არ გიპასუხეს?“ - ამბობს სარჯველაძე

მსგავსი სიახლეები