სამუშაო შეხვედრა პარლამენტში - ოპოზიციის თქმით, "ოცნებისგან" კონკრეტული ვერაფერი მოისმინეს

29.01.24 13:48
სამუშაო შეხვედრა პარლამენტში - ოპოზიციის თქმით, "ოცნებისგან" კონკრეტული ვერაფერი მოისმინეს

ოთხი ოთხი საათია პარლამენტში ცხრა დათქმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა მინდინარეობს. მოლაპარკებებში მონაწილე ოპოზიციონერი დეპუტატები მედიასთან აცხადებენ, რომ იმედგაცრუებულები არიან, რადგან ივანიშვილის პარტია არ აპირებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას და რეფორმების გატარებას. მათი თქმით, შეხვედრაზე სახელისუფლებო გუნდისგან არცერთი კონკრეტული იდეა არ მოუსმენიათ.

კონკრეტული შეთავაზება, კონკრეტული წინადადებები, რის შეცვლას გეგმავს "ოცნება" თუნდაც საარჩევნო რეფორმის კუთხით, მე ვერ დავინახე ანუ ასეთი არ არის. უბრალოდ, რაზეც საუბარი იყო, "აპრავებდნენ" იმას, რა კანონიც მიიღეს რამდენიმე თვის წინ და რომლის მიხედვითაც მოხდა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის დანიშვნა. ეს მოვისმინეთ ჯერ-ჯერობით, - ამბობს პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი.

შეხვედრას ფასადურს უწოდებს ოპოზიციის წევრი თეონა ქუბარდიაც,. 

მიუხედავად ჩემი განწყობისა, რომ დიდად შედეგიანად ეს შეხვედრა არ დასრულდება, მაინც ვფიქრობ, რომ საუბარი ყოველთვის ჯობია. არის ფუნდამენტური საკითხები, მართლმსაჯულების რეფორმა იქნება ეს, საარჩევნო თუ მათ შორის ანტიკორუფციული, სადაც პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინოს "ქართულმა ოცნებამ" რეალური ცვლილებებისთვის. მე მაინც მგონია, რომ ვიზუალი იქნება იმის, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ, რაც ერთ-ეღთი მოთხოვნაა ევროკავშირის, რომ გარკვეულწილად, კომუნიკაცია არსებობდეს ოპოზიცია და უმრავლესობას შორის, - ამბოს თეონა აქუბარდია. 

"ლელოს" გადაწვეტილება, არ დასწრებოდა სამუშაო შეხვედრას, განხილვის თემა გახდა. "ოცნება" ხაზარაძის პარტიას თავს ესხმის.

ეს პროცესი იქნება იმიტაცია თუ ეს პროცესი იქნება სერიოზული მუშაობა, ეს თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია რა თქმა უნდა, ოპოზიციაზე. ტუკი ოპოზიციას არ აქვს არაფერი შემოსათავაზებელი ან ოპპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც არ აქვს არაფერი შემოსათავაზებელი, ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ეს არის მათი პრობლემა და არამც და არამც არ შეიძლება ეს რაიმე ფორმით ჩირქს სცხებდეს საკუთრივ პროცესს. აქედან გამომდინარე, კატეგორიულად ვერ დავეტანხმებით "ლელოს" პოზიციას და მეტსაც ვიტყვი, ეს არის ბოლო ხანებში სანიმუშო მაგალითი დესტრუქციული დამოკიდებულების, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე. 

"ქართულ ოცნებას" თავის მხრივ "ლელოშიც" უპასუხეს.  

არა ჩვენს ქვეყანას, არამედ  "ქართული ოცნების" ხელისუფლებას "მაჩანჩალას" უწოდებს ევროკომისია, რომელმაც დაწერა, რომ 12 მოთხოვნიდან 3 შეასრულა ნაწილობრივ საქართველომ და "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო.რაც შეეხება "ლელოს" სტრატეგიას, "ლელოს" უკვე დიდი ხანია დაინიცირებული აქვს პარლამენტში არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას და ჩვენ ხვალ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავაცნობთ ჩენს გეგმას, რომლის გახორციელებასაც ვაპირებთ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, - ამბობს სალომე სამადაშვილი.