ორი ირაკლის ერთმანეთში გადანაცვლება არაფერ განსაკუთრებულ შედეგს არ მოიტანს - ხვიჩია

29.01.24 13:19
ორი ირაკლის ერთმანეთში გადანაცვლება არაფერ განსაკუთრებულ შედეგს არ მოიტანს - ხვიჩია

"ჩვენ ამ ორივე მოთამაშეს კარგად ვიცნობდით და ყველასთვის გასაგებია, რომ ორი ირაკლის ერთმანეთში გადანაცვლება არაფერ განსაკუთრებულ შედეგს არ მოიტანს," - ამ განცხადებას "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია აკეთებს.

როგორც ხვიჩია ამბობს, პრემიერის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის ირაკლი კობახიძით ჩანაცვლება რეალურ ცვლილებას არ მოიტანს. 

იმდენად მოულოდნელი და შოკისმომგვრელი ცვლილება არის, რომ ჯერ სიტყვები არ მყოფნის და ვფიქრობ, რა მოვიფიქრო და რა შევაფასო.
რა ცვლილება უნდა იყოს - ვფიქრობ, ჩვენ ამ ორივე მოთამაშეს კარგად ვიცნობდით და ყველასთვის გასაგებია, რომ ორი ირაკლის ერთმანეთში გადანაცვლება არაფერ განსაკუთრებულ შედეგს არ მოიტანს, თუ რამე სხვა წინამძღვრები არ გააჩნია ამას. რა წინამძღვრები აქვს და რა პრეტენზიები არსებობდა ამ თანამდებობებზე ამ ადამიანების მიმართ ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადად, ბიძინა ივანიშვილის მიზნების ცვლილების გარეშე, ალბათ ამ ცვლილებას არანაირი შედეგი არ მოჰყვება,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.