ივანიშვილი ერთპიროვნულად გადაწყვეტს, ვინ წარადგინოს, ვინ არ წარადგინოს - დეკანოიძე

29.01.24 13:22
ივანიშვილი ერთპიროვნულად გადაწყვეტს, ვინ წარადგინოს, ვინ არ წარადგინოს - დეკანოიძე

პრემიერად ირაკლი კობახიძის დანიშვნას არ გამორიცხავს დეპუტატი ხატია დეკანოიძე. როგორც დეპუტატი ამბობს, ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს და არც ეს ცვლილებაა გამორიცხული.

თვითონ ერთპიროვნულად გადაწყვეტს, ვინ წარადგინოს, ვინ არ წარადგინოს, ვინ დანიშნოს, ვინ არ დანიშნოს, როგორც ჩანს, არ არის თვითონ მისი ფინანსური კაპიტალის დაცვით კმაყოფილი, ზუსტად იმ ადამიანების მხრიდან, ვინც არიან მისი გუნდის წარმომადგენლები, სინამდვილეში ხომ მას სათადარიგო სკამი ძალიან მოკლე აქვს, იმიტომ, რომ ვინც უნდა ეყიდა, ის იყიდა უკვე, დანარჩენები მთელი ამ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ არ არიან,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.