იმედი მაქვს, ამჯერად მაინც თვითონ უთხრა ივანიშვილმა ღარიბაშვილს, წინა ჯერზე თვითონ არ უთხრა - ლილუაშვილი

29.01.24 13:25
იმედი მაქვს, ამჯერად მაინც თვითონ უთხრა ივანიშვილმა ღარიბაშვილს, წინა ჯერზე თვითონ არ უთხრა - ლილუაშვილი

ეს გადაადგილებები შინაარს არაფერს არ შეცვლის - ამ განცხადებას პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი აკეთებს.

როგორც ლილუაშვილი ამბობს, ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლება რეალური ცვლილების მომტანი არ იქნება, რადგან ისევ ივანიშვილი იქნება გადაწყვეტილების მიმღები.

არ დარჩა ივანიშვილისთვის ადამიანი, ვისაც ენდობა. ძალიან სასაცილო იქნება ალბათ როგორ ახსნის ღარიბაშვილის მეორედ წასვლას. ამჯერად მაინც იმედი მაქვს თვითონ უთხრა, იმიტომ, რომ წინა ჯერზე თვითონ არ უთხრა. ეს გადაადგილებები შინაარს არაფერს არ შეუცვლის იმიტომ, რომ ივანიშვილი კულისებიდან გამოვიდა, თორემ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ხელისუფლება აკეთებდა, ეს ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო,“ - ამბობს ბექა ლილუაშვილი.