ივანიშვილს შეუძლია შეცვალოს პრემიერი, მაგრამ ის არ შეცვლის ხალხის გაღარიბების პოლიტიკას - კირკიტაძე
"ივანიშვილს შეუძლია შეცვალოს პრემიერი, მაგრამ ის არ შეცვლის ხალხის გაღარიბების პოლიტიკას" - ამ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი დავით კირკიტაძე აკეთებს.
როგორც კირკიტაძე ამბობს, რეალური პრობლემებიდან ივანიშვილი საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს.
ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეცვალოს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ის არ შეცვლის იმ განცხადებულ პოლიტიკას, რომელიც არის ქართველი ხალხის გაღარიბების პოლიტიკა, პოლიტიკას ფასების გაზრდის, გაუსაძლისი ყოფის შექმნის პოლიტიკას, ვერ შეცვლის მძიმე ეკონომიკურ ვითარებას, შეეცდება ფოკუსი და საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს სხვა საკითხებზე,“ - ამბობს კირკიტაძე.