ის, რომ ხელისუფლებას, როგორც ველოსიპედს, ვისაც უნდა ათხოვებს ივანიშვილი, არ არის დემოკრატიული ქცევა - მანჯგალაძე

29.01.24 13:31
ის, რომ ხელისუფლებას, როგორც ველოსიპედს, ვისაც უნდა ათხოვებს ივანიშვილი, არ არის დემოკრატიული ქცევა - მანჯგალაძე

"სახელი და გვარის ცვლილებით არაფერი არ იცვლება, მმართველობის ფილოსოფიაშია პრობლემა," - ამ განცხადებას "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აკეთებს.

დეპუტატი შეფასებით, პრემიერად ირაკლი კობახიძის დანიშვნა ცვლილებებს არ მოიტანს.

ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ველოსიპედს, ვისაც უნდა ათხოვებს ივანიშვილი - ხან კობახიძეს ხან ღარიბაშვილს, ეს არ არის დემოკრატიული ქცევა, სახელი და გვარის ცვლილებით არაფერი არ იცვლება, მმართველობის ფილოსოფიაშია პრობლემა „ქართული ოცნების“. ისინი ხელისუფლებაში არიან ხალხის ძარცვისთვის და ჩვენ გვჭირდება მთავრობა, რომელიც დაამარცხებს სიღარიბეს, ამიტომ ამ ცვლილებას ხალხისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს,“ - ამბობს მანჯგალაძე.