გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება - ცინიზმი თუ მოემატება ინსტიტუციას, მეტი არაფერი მგონია - ჩარკვიანი
"უკვე მეორედ, ბიძინა ივანიშვილი სასტიკად მოექცა ირაკლი ღარიბაშვილს - ირაკლი კობახიძე როგორი ხელმძღვანელიც იყო, უთუოდ ისეთივე პრემიერი იქნება, ცინიკური და ძალიან რადიკალური," - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციომერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
ჩარკვიანი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის. ჩარკვიანის შეფასებით, ამ საკადრო გადაადგილებით არაფერი შეიცვლება, მხოლოდ შესაძლოა, რომ მთავრობას „ცინიზმი მოემატოს”.
გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ცინიზმი თუ მოემატება ინსტიტუციას, მეტი არაფერი მგონია. გამონათქვამებში ყველაზე რადიკალი ირაკლი კობახიძეა. ამით მიგვანიშნა [ბიძიმა ივანიშვილმა], რომ იგივე პოლიტიკაა. თუმცა უკვე მეორედ, სასტიკად მოექცა ირაკლი ღარიბაშვილს. „მინდა ასე მოგექცევი, მინდა - ისე“, ეს არის ფეოდალური ინსტიტუცია და დამოკიდებულება, რაც ძალიან შეურაცხმყოფელი უნდა იყოს მაგრამ ადამიანები, რომლებიც მორჩილებაში არიან, შეურაცხყოფილები არ რჩებიან”, - განაცხადა ჩარკვიანმა.