"ჩემი ავადმყოფობა ვერ გააჩერებს ხალხს" - ვასაძის მორიგი ულტიმატუმი ხელისუფლებას (ვიდეო)

27.06.21 00:47
"ჩემი ავადმყოფობა ვერ გააჩერებს ხალხს" - ვასაძის მორიგი ულტიმატუმი ხელისუფლებას (ვიდეო)

"ჩემი ავადმყოფობა ვერ გააჩერებს ხალხს" - "ერის" დამფუძნებელი, ჰომოფობი ლევან ვასაძე, თურქეთის კლინიკიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას "პრაიდის" ჩაშლისკენ მოუწოდებს. ვასაძე ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის მიცემული 10 დღიანი ვადა ამოიწურა და "პრაიდის" ღონისძიებები მთავრობამ არ გააუქმა. ვასაძე მთავრობას კიდევ ერთხელ მიმართავს და  "პრაიდის" გაუქმებისკენ კვლავ  მოუწოდებს. "ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებელი საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც აკეთებს განმარტებას. ვასაძე იმედს გამოთქვამს, რომ კლინიკიდან გამოწერენ და 5 ივლისს ღირსების მარშის ჩაშლას შეძლებს.

მე პირადად მივალ დილიდან რუსთაველის ძეგლთან, 12 საათზე ამათ უნდათ ე.წ. აღლუმის ჩატარება და ამას აღვუდგებით წინ. მოვუწოდებთ მთავრობას, რომ გამოიჩინოს კეთილგონიერება და გააუქმოს ეს ღონისძიება, რათა თავიდან აიცილოს სოციალური დაძაბულობა. მსგავსი ღონისძიებები სრულიად დაუშვებელია ჩვენს რეგიონში, ის სპობს ნებისმიერი რეინტეგრაციის პერსპექტივას ჩვენს სეპარატის ძმებთან  ოსებთან და აფხაზეთთან, არცხვენს საქართველოს სახელს მთელ კავკასიაში.

ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც იქ შეიძლება,  მოხდეს, არის პირდაპირი პასუხისმგებლობა ჩვენი ხელისუფლებისა და იმედს ვიტოვებ, რომ ისინი მოუხმობენ კეთილგონიერებას და აღკვეთენ ამ სრულიად მიუღებელ და დაუშვებელ ღონისძიებას", - ამბობს ვასაძე.