დაუკვირდით თქვენს განცხადებას! - რევაზ ნადარაიამ ანი წითლიძეს ნუგზარ ფუტკარაძის ხსენების შემდეგ სიტყვა გააწყვეტინა
ხმაური იყო ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლოში - საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარიამ ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერის, ანი წითლძეს სიტყვა მას შემდეგ შეაწყვეტინა, რაც მან ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალის საქმეზე ისაუბრა.
"დაუკვირდით თქვენს განცხადებას! როგორ შეილძება ამტკიცოთ, რომ კაცი მოკლეს?" - უთხრა რევაზ ნადარიამ ანი წითლიძეს
ანი წითლიძე: "ოცნების" ზეწოლის კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს და ეს მტკიცებულებები გამოქვეყნებულია. შემდეგ ნუგზარ ფუტკარაძეს გული გაუსკდა და გარდაიცვალა. ამ ადამიანს სთავაზობდნენ 100 000 დოლარს, რომ ეღალატა "ნაციონალური მოძრაობისთვის" და "ქართული ოცნების" მხარეს გადასულიყო. როცა ჩვენ მთავარ ბრალდებად კოალიციურ ერთობას გვასაღებენ, რა გააკეთეს სენაკში, როცა აქ ნუგზარ ფუტკარაძე მოკლეს?!
მოსამართლე რევაზ ნადარიაია: რას ნიშნავს ნუგზარ ფუტკარაძე მოკლეს? როგორ შეიძლება ასე ლაპარაკი. დაუფიქრდით თქვენს განცხადებას! ძალიან მძიმე ბრალდებაა. როგორ შეიძლება ასე ილაპარაკოთ სასამართლოს ტრიბუნიდან? როგორ შეიძლება ამტკიცოთ, რომ კაცი მოკლეს?
ანი წითლიძე: მთელი საგამოძიებო კომისიის სარჩელი აგებულია ამაზე, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" სისტემური დანაშაულებებით მოკლა ადამიანები
მოსამართლე რევაზ ნადარაია: ქალბატონო ანა, ნუ გადადგაქვთ სხვაგან...
ამის შემდეგ წითლიძემ მოსარჩელე მხარის მიერ, საქმეზე დართული საგამოძიებო კომისის დასკვნა მოიშველია და თქვა:
არასწორი არის-ო, ნუგზარ ფუტკარაძე რომ მოკლესო, ნუ ამბობთო. თქვენი ეს შენიშვნა მე მივიღე, თუმცა პატივცემულო მოსამართლე, მე ამიხსენით, საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მოსარჩელე მხარე ბრალს გვდებს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, რომ ჩვენ გურამ შარაძე მოვკალით. ასე აქვთ პირდაპირ მითოთებული"
ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. ისბათუმში ენმ-ის საკრებულოს წევრი იყო. თანადუნდელის გარდაცვალების შემდეგ, პარტიამ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც მათივე მტკიცებით, ადასტურებს "ქართული ოცნების"მიერ ორგანიზებულ ზეწოლას "ნაციონალური მოძრაობიდან" ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარული სისტემით არჩეულ ნუგზარ ფუტკარაძეზე.