ციხეების ახალი უფროსი პენიტენციურ სამსახურში მივიდა
პენიტენციური სამსახურის ახალი უფროსი ახალ სამსახურში მივიდა. თანამშრომლებს რამაზ თათარაშვილი იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ წარუდგინა.
რამაზ თათარაშვილმა ამ თანამდებობაზე გიორგი პატარაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს „რეკომენდაციით მიმართა“, შეეჩერებინათ მისთვის უფლებამოსილება.
ვინ არის რამაზ თათარაშვილი?
- 2026 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში იკავებდა დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას.
- 2026 წლის ივნისამდე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში ხელმძღვანელობდა აღნიშნულ სამხარეო დანაყოფს.
- სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში თათარაშვილი იკავებდა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას 2025 წლის ივნისამდე.
- რამაზ თათარაშვილიი იყო ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს უფროსი.
2 წლის წინ, აქციების დროს, მას აქტივისტები ძალადობრივ დაკავებასა და დევნაში ადანაშულებდნენ. [აქციების დროს გადაღებულ კადრებში ჩანდა, როგორ აკავებს თათარაშვილი მომიტინგეებს].