იდენტიფიცირებულია იმ პოლიციელების ვინაობა, ვინც ხალხს რეიდებს უწყობს, სახლებთან უსაფრდება და აკავებს

10.12.24 13:02
იდენტიფიცირებულია იმ პოლიციელების ვინაობა, ვინც ხალხს რეიდებს უწყობს, სახლებთან უსაფრდება და აკავებს

იდენტიფიცირებულია იმ პოლიციელების ვინაობა, ვინც ხალხს რეიდებს უწყობს, სახლებთან უსაფრდება და აკავებს. მათ შორის ამოცნობილია რამაზ თათარაშვილი - ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს შეფი და ყოფილი სპეცრაზმელი.

მისი მფარველი  სისტემაში  "ტვ პირველის" ინფორმაციით, მინისტრ  გომელაურის მოადგილე,  შალვა ბედოიძეა.

"პირველების" ინფორმაციით, ჩასაფრებით მომიტინგეებზე ნადირობის ოპერაციაში თანამონაწილეობს ბედოიძის კიდევ ერთი კადრი - ის გლდანი - ნაძალადევის სამმართველოს უფროსი,  გიორგი გენგაშვილია, რომელიც  "ტვ პირველის"  მიერ მოპოვებულ კადრებში პირდაპირ  ჩანს.

თბილისში 01:30-01:45 საათის შუალედში პოლიციამ რუსთაველის გამზირზე, „მაკდონალდსთან“, სასტუმრო „სტამბასთან“ და, ასევე, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, კიდევ, სულ მცირე, ხუთი მოქალაქე დააკავა.

ორივე პოლიციელი ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს.