როდის გაემიჯნეთ ძალადობას? - ანი წითლიძემ "ოცნებას" მათი ხელისუფლების დროს "ჩადენილი ძალადობები" შეახსენა
როდის გაემიჯნეთ ძალადობას? - ეს კითხვა დაუსვა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ანი წითლიძემ "ოცნების" წარმომადგენლებს.
ენმ-ს წევრის განმარტებით, თუკი მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ძალადობის მოწდებად ჩაეთვლება სხვა პარტიას, თუკი ის ძალადობრივ მოწოდებას არ გაემიჯნება, ეს ერთის მხრივ სამართლებრივი აბსურდია და მეორე მხრივ, ორმაგი სტანდარტია "ოცნებისან
წითლიძემ "ოცნების"წ არმომადგენლებს პირდაპირ უთხრა, რომ მოქმედი ლიდეშიფი არასდროს გამიჯვნია ძალადობის იმ ფაქტებს , რომელიც "ოცნების" მმართველობის პირობებში მოხდა, მათ შორის გაიხსენა 20 ივნისი, რომლის შემდეგად ივანიშვილი და მისი გუნდი გიორგი გახარიას არ გაემიჯნა, და ასევე გაიხსენა 5 ივლისის მოვლენები, როცა გუნდი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ასევე არ გაემიჯნა.
მოსამარჩელე აცხადებს, რომ ძალადობის მხარდაჭერად და წახალისებად ითვლებაო არა მხოლოდ პირდაპირი მოწოდება, არამედ ისეთი შემთხვევაც, როდესაც პოლიტიკური პარტია ძალადობის ჩადენის შესახებ სხვა ძალის მოწოდებას პირდაპირ ნათლად და მყისიერად საჯარო განცხადებით არ ემიჯნება. ეს არის სრული სამართლებრივი აბსურდი. მოსამარჩელე ცდილობს შექმნას ხელოვნური და სახიფათო პრეცენდენტი, თითქოს რომელიმე პოლიტიკური პარტია ვალდებულია მმართველი ძალის მიერ დაწესებულ დღის წესრიგს აჰყვეს და პასუხი აგოს სხვების განცხადებებზე. ძალადობის მონოპოლია დღეს ოპოზიციას კი არ აქვს ქვეყანაში, აქვს სახელისუფლებო მანქანას, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და ოპოზიციონერებს ქუჩაში არბევს და ასისხლიანებს.
„ნული თანაგრძნობა ყველა დარბეულს“ - ეს არის ირაკლი კობახიძის განცხადება.
რომ ჰკითხოთ მოსარჩელე მხარეს, როდის გაემიჯნა გახარიას გავრილოვის ღამეს? არა თუ არ გამიჯნია, [პრემიერ-მინისტრად დააწინაურეს. როდის გაემიჯნენ ირაკლი ღარიბაშვილს, როდესაც ის ძალადობაზე აკეთებდა განცხადებებს და ადამიანებს ასისხლიანებდა ქუჩაში? არცერთხელ. ან დუმილის რეჟიმში იყვნენ, ან გამოდიოდნენ და საჯაროდ მხარს უჭერდნენ ძალადობას", - განაცხადა ანი წითლძემ.