"აგვიხსენით, კონსტიტუციის რომელი მუხლი დავარღვიეთ?" - ხმაური პარლამენტში

27.10.26 13:23
"აგვიხსენით, კონსტიტუციის რომელი მუხლი დავარღვიეთ?" - ხმაური პარლამენტში

 

 

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ პარლამენტში. სესიაზე დაპირისპირება გახარიას პარტიის წევრს, გიორგი შარაშიძის და "ოცნების" დეპუტატს, ირაკლი კირცხალიას  შორის ოპოზიციის აკრძალვის სარჩელს მოჰყვა. დაპირისპირება დეპუტატებს შორის იქამდეც კი მივიდა, რომ მანდატურის სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის აკრძალვის აუცილებლობაზე ისაუბრა და ოპონენტებს მძიმე ბრალდებები წაუყენა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ქვეყნის გამარჯვებას ემსახურება.

ჩემი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ გააუქმეთ არჩევნები, მიიტაცეთ სახელმწიფო და რომ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, დღეს ჩვენი ქვეყანა ან იარსებებდა, ან არა. უნდა აიკრძალოთ იმიტომ, რომ 9 წელი რუსული საქმე აკეთეთ. მჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

„ოცნების“ დეპუტატის ამ განცხადებას დარბაზიდან მწვავე პროტესტით უპასუხა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ. მან უმრავლესობას მოსთხოვა, კონკრეტული არგუმენტებით აეხსნათ, თუ რატომ მოხვდა მათი პოლიტიკური ძალა ამ სარჩელში და კოლეგები პერსონალურ პასუხისმგებლობაზე გააფრთხილა. 

მე არ მაინტერესებს თქვენ ნაცებს რას ედავებით, მე მაინტერესებს, რას გვედავებით ჩვენ, რადგან ჩვენი პოლიტიკური პარტია ბოლოს დაამატეთ სრულიად ხელოვნურად აი, ამ აბსურდულ სარჩელს. კეთილი ინებეთ და ჩვენს დანაშაულებზე ისაუბრეთ, თუ ასეთი არსებობს საერთოდ, კონკრეტულად პარტია "გახარია-საქართველოსთვის" დანაშაული აგვიხსენით, აგვიხსენით, კონკრეტულად კონსტიტუციის რომელი მუხლი დავარღვიეთ? და ამას ვერ ხსნით და თქვენი გამოსვლა არის ამის მტკიცებულება. ელაპარაკებით ნაცებს, რაც ამ 14 წლის განმავლობაში მართლა ძალიან კარგად ისწავლეთ, სხვათაშორის. დღეს ამ ისტორიულ პროცესს რომ ვადევნებთ თვალს, შეგახსენებთ, რომ იმ სარჩელზე, რომელსაც ყველას ხელი მოგაწერინეს, აქ თქვენი პერსონალური პასუხიმსგებლობები იქნება, - თქვა შარაშიძემ. 

მსგავსი სიახლეები