ქვეყანაში გვყავს მცირე ელიტური ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ კლანს - ვასო ურუშაძე

29.01.24 14:03
ქვეყანაში გვყავს მცირე ელიტური ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ კლანს - ვასო ურუშაძე

„ქართული ოცნება“ ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაფრით არის დაკავებული გარდა იმისა, რომ განავითაროს ეკონომიკა, შექმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და დაძლიოს სიღარიბე. ეს მაჩვენებელიც ამას ადასტურებს, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს მცირე ელიტური ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ კლანს.“- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ განაცხადა, 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე EaP-ის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტზე რომლის მიხედვითაც, საქართველო და სომხეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, სიღარიბის თვალსაზრისით, ყველაზე დაუცველი ქვეყნები არიან
ჯინის ინდექსი, რომელიც მოსახლეობაში შემოსავლების განაწილების მიხედვით უთანასწორობას ზომავს, მიუთითებს, რომ საქართველო და სომხეთი ყველაზე უთანასწორო საზოგადოებებად რჩებიან

ვასო ურუშაძის განცხადებით -„ქართული ოცნება“ ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაფრით არის დაკავებული გარდა იმისა, რომ განავითაროს ეკონომიკა, შექმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და დაძლიოს სიღარიბე. წლიდან წლამდე იზრდება სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა, წლიდან წლამდე იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მიდიან ემიგრაციაში ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების საპოვნელად. ეს არის კატასტროფული რეალობა, რომელ რეალობაშიც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანი ამყოფებს საქართველოს. უმნიშვნელოვანესია სწრაფად მოხდეს ხელისუფლების ხელისუფლების ცვლილება, საქართველოში ეკონომიკური განვითარების და ეკონომიკური აღორძინების დაწყება და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, რომ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა  გახდეს ხელშესახები. საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირში იყოს შესაძლებლობა იმისა,  რომ ჩვენ თავი დავაღწიოთ სიღარიბეს. ეს მაჩვენებელიც ამას ადასტურებს, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს მცირე ელიტური ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ კლანს, ისინი კორუფციული, არაკეთილსინდისიერი მმართველობით მდიდრდებიან, თუმცა დანარჩენი საქართველოს მოქალაქეები დღიდან დღემდე ღარიბდებიან, იზრდება ფასები სხვადასხვა კორუფციაზე, იზრდება ფასები სხვადასხვა სერვისებზე და ადამიანებს უბრალოდ აღარ სურთ საქართველოში ცხოვრება, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესი, რომ ჩვენ დავუბრუნოთ საქართველოს მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრება, შევქმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და სწრაფი ტემპებით გავაწევრიანოთ საქართველო ევროპულ ოჯახში, მოვიპოთ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივა.“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ.