კობახიძე რამის გამკეთებელი არაა და ბევრი რამის გამფუჭებელია - დავით კირკიტაძე

29.01.24 14:22
კობახიძე რამის გამკეთებელი არაა და ბევრი რამის გამფუჭებელია - დავით კირკიტაძე

"რომ შეგერჩია ადამიანი, რომელიც რამის გამკეთებელი არაა და ბევრი რამის გამფუჭებელია ეკონომიკის მიმართულებით, კობახიძე საუკეთესო იქნებოდა - მისი პოზიციაა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, ეს დამღუპველია, რადგან ყველაფერი პირიქითა," - ამის შესახებ განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა დავით კირკიტაძემ გააკეთა.

კირკიტაძე გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის.

დეპუტატის თქმით, არათუ ეკონომიკაზე, არამედ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ირაკლი კობახიძეს სიტყვაც კი არ დასცდენია.

ახლა თუ ვინმე უნდა იყოს საქართველოს პრემიერი-მინისტრი და ახლა თუ რამეს უნდა აკეთებდეს საქართველოს ხელისუფლება, ერთადერთი რამით უნდა იყოს დაკავებული - ქმნიდეს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. ახლა მოქალაქეებს ვეკითხები - კობახიძე არის ამის გამკეთებელი? რომ შეგერჩია ადამიანი, რომელიც რაიმეს გამკეთებელი არაა და ბევრი რამის გამფუჭებელია ეკონომიკის მიმართულებით, კობახიძე საუკეთესო იქნებოდა. მისი განვლილი ცხოვრება ადასტურებს იმას, რომ არათუ ეკონომიკის მიმართულებით, არამედ ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია პრობლემებზე, რაზეც ვსაუბრობთ. კობახიძის პოზიციაა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, შექმნილია უამრავი სამუშაო ადგილი - ეს დამღუპველია, რადგან ყველაფერი პირიქითაა“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.