მთავრობის ადმინისტრაციაში ღარიბაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს

29.01.24 14:35
მთავრობის ადმინისტრაციაში ღარიბაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიფინგს გამართავს. პრემიერი განცხადებას მთავრობის ადმინისტრაციაში, 17:00 საათზე გააკეთებს.

ბრიფინგის თემა ოფიციალურად დაანონსებული არ არის, თუმცა ის სავარაუდოდ, სამთავრობო ცვლილებებს შეეხება.

"პირველების" ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

როგორც "პირველებისთვის" გახდა ცნობილი, გასულ კვირას "ქართულ ოცნებაში" პოლიტსაბჭო გაიმართა, სადაც ყრილობის გამართვის და ახალი თავმჯდომარის არჩევის გადაწყვეტილება მიიღეს.

"პირველების" ინფორმაციით, 1 თებერვალს "ქართული ოცნების" ყრილობაზე მმართველი გუნდი პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილს აირჩევს. 

ფოტო: მზია საგანელიძე RFE/RL