რა რეფორმების გატარებას აპირებს "ოცნება" - ხუთსაათიანი შეხვედრა პარლამენტში უშედეგოდ დასრულდა

29.01.24 15:30
რა რეფორმების გატარებას აპირებს "ოცნება" - ხუთსაათიანი შეხვედრა პარლამენტში უშედეგოდ დასრულდა

ხუთსაათიანი შეხვედრა პარლამენტში უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკებიდან გამოსული ოპოზიცონერი პოლიტიკოსები და არასამთვრობოები უკმაყოფილებას ვერ მალავენ. მათი თქმით, "ოცნებამ" დღეს ფორმალური სხდომა ჩაატარა, არ თქვა კონკრეტულად რა რეფორმების გატარებას აპირებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

არის საკითხები, რომელსაც არასდროს შეასრულებენ. ეს ეხება იმ ბერკეტების შენარჩუნებას, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებასთან არის დაკავშირებული. არის საკითხები, რომელსაც ნაწილობრივ შეასრულებენ, არის საკითხები, რომელსაც შეასრულებენ, ვინაიდან თავად ევროკავშირმა ამაზე სტანდარტები დააწესა. მთლიანობაში, არსებითი და მნიშნელოვანი საკითხები, როგორიც არის საარჩევნო, როგორიც არის მართლმსაჯულების რეფორმა, რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლება სანამ იქნება, ეს რეკომენდაციები არ შესრულდება, - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე. 

ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძის თქმით, ხელისუფლება აღნიშნული პროცესის ჩაგდებას ცდილობს, თუმცა ოპოზიციამ მათ ამის საშუალება არ უნდა მისცეს.  

პირიქით, ისინი შეეცდებიან, რომ ყველანაირად წინ აღუდგნენ ამ პროცესს. ჩვენი მიზანიც და მოაცანაც ეს არის, რომ მათ ამის საშუალება არ მივცეთ. საბოლოო ჯამში, მათ არ მივცეთ იმის თქმის საშუალება, რომ რაიმე პროცესი, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქართელი ხალხის სასიკეთოდ დასრულდება, იქნა შეფერხებული ოპოზიციის მხრიდან ან ჩვენი არმონაწილეობის მხრიდან. ჩვენ ამ პროცესში ვმონაწილეობთ, - ამბობს დავით კირკიტაძე.